მილიონერი ონერი


მილიონერი ონერი
სულ უფულობას წუწუნებს.
მილიონერი ონერი
ალალს სიალლეს უწუნებს.
მილიონერმა ონერმა
მოიწყო ისე ქონება,
რომ როცა გარდაიცვლება
არ დასჭირდება ცხონება...
ასე ჰგონია ონერის 
ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
ღმერთი შეინდობს მის ცოდვებს,
რომ გადაუხდის მანათებს !
ბევრი არაა ისეთი,
როგორიც იყო ონერი.
ალბათ მთავარი ისაა,
რით გახდი მილიონერი!
  -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი