როცა ახლა ასე ცხელა...


როცა ახლა ასე ცხელა
გვენატრება ზამთარი,
ცივ ყინვაში გათოშილს კი
ისევ ცხელი ზაფხული. 
სადაც არ ვართ იმას ვნატრობთ,
მერე ვდარდობთ - სად ვარო?!
მოსაწყენად გვევლინება
ჩვენებური  სამყარო...
ასე მუდამ სხვაგანს ნატრობს
თურმე კაცის გუნება,
რაგინდ კარგი, მოხდენილი, 
დარჩეს მას შინ ბუნება!
   -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი