რა, წაიმღერა ქალთევზამ


რა, წაიმღერა ქალთევზამ:
- წავალ გავყვები ზღვასაო,
მერე ვიპოვი ჩემს ყურეს, 
გულში ჩავიკრავ სხვასაო.
არ ვიცი რა ვქნა სიმღერის,
სირინოზების არ გჯერა, 
არ გჯერა, როცა გიმღერის...
თავს რომ დაკარგავ ამჯერად.
ბრძენთაგან გამიგინია,
სჯობს ნუ გამოცდი ავსაო! 
თორემ ინანებ ბოლოში,
რაც გადაგხდება თავსაო.
 -მერ'ფი-.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი