მეხთატეხაა ცაში...


მეხთატეხაა ცაში,
ებრძვის ღრუბელი ღრუბელს.
თითქოს სტიქია მიწას
მის ძალისხმევას უმხელს..
კოკისპირული წვიმა
ავსებს ამომშრალ ღელეს.
სადღაც შეშლილი ქარი,
შიგდაშიგ წაიმღერებს.
წამით ნათელი ხდება,
წამს სადღაც უნდა ჭექოს.
მთები ზრიალით ხვდება, 
მეხად გავარდნილ ექოს...
 -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი