გამარჯვების ყიჟინით...


გამარჯვების ყიჟინით იფარება მკვლელობა.
 მერე ერთხმად ეწყობა საზეიმო მსვლელობა!
ლხენით განიბანება სისხლიან ხელები?
თუ ჩავხოცეთ  უღმერთოდ, ჩვენი რწმენით ,,გველები".
დავასწარით მტერსაო, შიგ ბუნაგში დავეცით.
იქნებ ამით შიშები , ვერ მოვთოკეთ, გავეცით.
ზოგჯერ მეფეს სვლა რჩება, რომ გვგონია ,,მატია".
მტრობას ბევრგზის სჯობია სუფთა დიპლიმატია!
 -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი