სიკეთეზე მორგებული ბოროტებაც მაშინებს...


სიკეთეზე მორგებული ბოროტებაც მაშინებს!..
მახეს აგებს ავსული და თუ გაები დაგცინებს.
თვით იესოც  გამოსცადა უდაბნოში ამ ძალამ.
მარტოკაცი რას გაუძლებ ბოროტმა თუ დაგძალა...
ამ ბოლო დროს მოგვეძალა უცნაური ფიქრები.
ვეღარ იგებ ვინ ვინ არის ,
და ვის გვერდით იქნები...
სდუმ, მორალს არ წაიკითხავ,
ყველგან განა ერთია...
არავის არ განვიკითხავ, 
განმკითხავი ღმერთია!
  -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი