ალბათ პირველად ამ ხნის მანძილზე


ალბათ პირველად ამ ხნის მანძილზე,
სულმა თუ იგრძნო შვება.
სამფეროვანი ალმების ტყეში,
ცრემლად ვიღვრებით, ცრემლად.
თავისუფლების სიომ დაჰბერა,
და გამარჯვების გვჯერა.
ეს უეცარი გასხივოსნება,
ვეღარ გაქრება, ვერა...
ალბათ არასდროს ჩვენს სიცოცხლეში,
ასე არ ვმდგარვართ ერთხმად.
თავისუფლების გრძნობით შეყრილებს,
დე გადმოგვხედოს ღმერთმა!

                       - მერ'ფი -
1989 წლის 26 მაისი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი