0 86

ცისფერი პლანეტა


ცისფერი პლანეტა,
სიცოცხლის აკვანი,
იცვლება საოცრად ჩუმად.
ჯვარცმული მსოფლიო
ტანჯული ომებით არ გვეყო?
ნეტავ რას ვდუმვართ!?...
ოი და მზე, ჩაქრება ცხოველი,
ეს ხანა სხვა ზომებს ქარგავს.
სულ რაღაც წამებში გაწყდება ყოველი,
შევერწყმით კოსმიურ ნაგავს.
ატომურ ქარცეცხლში ღრიალებს ეპოქა,
კოშმარულ ხილვებში ბორგავს.
სულ ერთი ბრძანება დასასრულს ეყოფა
და ბირთვულ სოკოებს მორგავს.
ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დედამიწაზე
გავექცეთ ზე ახალ ომებს,
ამდაგვარ ბრძოლებში ვერავინ იმარჯვებს,
გავცდებით მიწიურ ზომებს.
ოი და მზე , ჩაქრება ნათელი,
ნუ ეძებთ სიცოცხლის მოსვრას.
ლითონის ყვავებმა დასერეს მსოფლიო,
და ველით ქრისტეს კვლავ მოსვლას.

     -მერ'ფი-
კომენტარები (0)