მთავარანგალოზის ქუჩა


ყოველ დილით მივუყვები
მთავარანგელოზია ქუჩას.
ყოველ დილით ცას ავხედავ
ნეტა დღეს რა პირი უჩანს.
ყოველ დილით, ხოლო ღამით,
მზე რომ სადღაც თვალებს ხუჭავს,
მთვარის შუქი აჯადოებს
მთავარანგელოზის ქუჩას.
ამ ქუჩაზე დავდიოდი
ფიქრებით და სევდით სავსე.
ეჰ ცხოვრებავ ჩემი თასი
სიმწრით ასე რად აავსე.
თითქოს ირგვლივ წყვდიადია,
რად ვერ ვამჩნევ ლამაზ ხედებს.
ვაი თურმე გასაჭირი
მხოლოდ მიწას ჩაგახედებს.
მაგრამ დროა მოვრჩე წუწუნს
ცას გრიგალის პირი უჩანს.
მე კი ასე დაბნეული,
მივდევ, მთავარანგელოზის ქუჩას.
   -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი