სიმღერა თამარ მეფეზე


ქვეყნად რა ცოტა ვინმეა,
თუ არის მისი სადარი.
წლები აღქმული დიდების,
ნეტა მას შემდეგ სად არი.

აღმაშენებლის მემკვიდრე,
ფრესკად ქცეული მშენებლის.
თვით რუსთაველსაც აკრთობდა,
ხილვა თამარის მშვენების.

ამ ორგზის მირონცხებულის,
ხვედრი სამძიმო რამ არის,
ღმერთმა უჩინრად უქცია,
მით გზები წმინდა სამარის.

არ ვიცი რა ვთქვა მის ბედზე,
იგი დავგმო თუ შევაქო.
სულის ამ ფაქიზ სიმებზე,
ხელი მე როგორ შევახო.

მოდით, ეს შოთას მიანდეთ,
ვეფხისტყაოსნის სიდიდეს.
თვით ჯვრის მონასტრის მადლსა და,
ღვთის საკურთხევლის სიწმინდეს.

დღემდე ვერავინ ვერ ხვდება,
სად არის მისი სამარი.
იყო ამ ქვეყნად, მეფობდა.
ღვთივკურთხეული თამარი.

- მერ'ფი -
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი