ციცინათელების თვეში


ციცინათელების თვეში,
ჩუმად უმთვარო ღამეს.
ცით ვარსკვლავები ხევში,
შენზე მეტყოდნენ რამეს.
ციცინათელების თვეში, 
შენი ცეცხლისფერი კაბა.
მზე მოჩიხული შენში,
გამოიდარებს და გავა.
მერე იწყება გრძელი,
ჭრიჭინობელა ღამე.
ჩუმი ზმანება შენი,
მოდი მითხარი რამე.
ვარდები გიხდებოდა ხელში,
თვალებში ცრემლთა კონა.
ციცინათელების თვეში,
ვარ სიყვარულის მონა.

  -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი