სული მეუბნება ...


სული მეუბნება , უნდა მოვემზადო,
მალე დაღმართები დაიწყება.
სადღაც სიბერესთან შემახვედრებს,
დამძლევს უსასრულო დავიწყება.
სული მეუბნება - განემზადე!
წინ სხვა ქარტეხილი მელოდება.
წუთის სოფელია მშვენიერი,
ჰო და  მიტომ არც  არ მეორდება.
სული მეძახის და სული მიხმობს,
გზაში  მწევარიც რას  მომეწევა.                             
მაგრამ ვინ რა იცის  ბედის  წერა.
ბედი მე  სად, როგორ,   მომექცევა.
სული სულია და  ხვედრი ბედისწერა ...
ასე დავასრულო გვიჯობს  ლექსის წერა,
თორემ სად წაგვიყვანს სევდის სტრიქონები ?!

-მერ’ფი -
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი