0 104

ქერის ორმოში ...


ქერის ორმოში ჩავარდნილ
ჭიანჭველასაც შიაო?
სახლში წაღება რად უნდა
რაც კი რამ ორმოშიაო?!...

ასეა ადამიანი, 
გულს უჭამს დარდის ჭიაო,
რაც უნდა ბევრი იშოვოს,
სულ უფრო მეტად მშიაო ...

ჭიანჭველასთვის ის ორმო
ძმათთათვის საკვებიაო,
კაცსა კი დიდი სიმდიდრე
გულსა ფხანს, განცდებშიაო.
სხვებს უნდა სძლიოს ამგვარად
სხვაობაც ამაშიაო!
...
ჭიანჭველას ძალი მომცა,
ენერგიის საწყობიო.
ქერის ორმოს გავიტანდი,
მექნებოდა საცხობიო.
ისეთ კვერებს დავაცხობდი
ვერ გალევდი ჭამითაო
ჰოდა კეთილ საქმედ ვიხმარ
გავმდიდრდები ამითაო !

     – მერ'ფი –

P.S.

პოლიტიკანობა – ეს არის ღარიბებისაგან ხმებისა და მდიდრებისაგან ფულის 
გამოძალვის ხელოვნება, იმ მოტივით, რომ მათ დაიცავენ ერთმანეთისაგან!
...
ჩვენ არ გვაქვს უფლება ვსარგებლობდეთ სიკეთით, რომელიც ჩვენ არ გვითესია ან 
და არ ვამრავლებთ და დოვლათით, რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია და ჩვენი არაა 
(მით უმეტეს)!!!
                                          ...)))
კომენტარები (0)