0 49

სიზმარას სიზმრის სიზმარი


ჩემს ძილის ძილში,
სიზმრის სიზმარში,
გამომეღვიძა !

ვიწექი ჩემთვის
სიზმრებით სავსე,
გაოგნებული შევცქეროდი
როგორ იცვლება ირგვლივ ფორმები.
როგორ ხდებოდა სურვილები გაფიქრების წამს...

იქ მე ვერ ვგრძნობდი, 
რომ ვიყავი სიზმარში ისევ,
ცხადი მეგონა ეს ხილვები, 
ძლიერ მიკვირდა ...
და გავიფიქრე წამიერად,
მე უკვე მოვკვდი?!
ვიცი ასეთი მოვლენები
ცხადში არ ხდება !

გამომეღვიძა...
 და ვინანე, რომ გამეღვიძა,
სიზმრის სამყარო დათმობილ სოფელს
უსაზღვროდ ჯობდა.

      - მერ’ფი-
კომენტარები (0)