0 20

ერთად !


ეს არის ჩვენი შემოქმედება,
 ერთად გავწიოთ ქველმოქმედება!
 თქვენც რომ გადადგათ ნაბიჯი ერთი,
 არ დაგივიწყებთ სიკეთეს ღმერთი. 
 ჩავკიდოთ რწმენით ხელები მათ ხელს,
 ხელები - მათ ხელს, ხელები - მათ ხელს,
 ხელები მათ ხელს, ვისაც სჭირდება... 
 როგორც ტალღები ვრცელდება ქარში,
 და ძლიერდება მათი დინება.
 კარიდან - კარზე, სახლიდან - სახლში.
 ვნერგოთ სიკეთის გამოვლინება. 
 თუ ვინმეს შია, სცივა, სწყურია,
 მოელის ნუგეშს, სევდა ერევა.
 მოდი, გავუყოთ ნატრულს ულუფა
 და გასაჭირი ვერ მოერევა. 
 ჩავკიდოთ რწმენით ხელები მათ ხელს,
 ხელები - მათ ხელს, ხელები - მათ ხელს,
 ხელები მათ ხელს, ვისაც სჭირდება... 
 როგორც ტალღები ვრცელდება ქარში,
  და ძლიერდება მათი დინება.
 კარიდან - კარზე, სახლიდან - სახლში.
 ვნეგოთ სიკეთის გამოვლინება!
                      -მერ’ფი-
კომენტარები (0)