0 65

არასდროს ასე ...


არასდროს ასე სიმარტოვე მე არ მიგრძვნია,
და მარტოობას დაუსერავს სული ტანჯვისგან.
ვიცი რომ ბედმა ჩემზე შური მწარედ იძია,
მაგრამ რას ვიზამ, რას მოვიმკი სევდა - დარდისგან.
თუ ის გენებში დაყოლილი, ბუნებისგან არს ბედისწერად,
ვერ გაექცევი ციურ მახვილს რაკი ეცადო.
ეხლა ვზივარ და შვებას მაძლევს ლექსების წერა,
რომ ეს ცხოვრება მირაჟებით შევაფერადო.
მაგრამ რაც მოხდა ვეღარ შეცვლის ზარი და გლოვა,
თუკი ცვლილება თვითონ ღმერთმა არ გვიწყალობა.
მოვა ზამთარი, კვლავ იქნება სუსხი და თოვა,
გათოშილს ასე შემახსენებს სავსე მთვარობა:
სასტიკი ფერის მუქი რუხი მოჩანს ბუნება,
რადგანაც ჩემკენ არ გდომია შემობრუნება !

-მერ'ფი-
კომენტარები (0)