როცა მნათობი ჩაქრება ყველა


როცა მნათობი ჩაქრება ყველა,
როცა ვარსკვლავებს ძალა ელევა,
ჩანს, რომ სამყაროს მოიცავს ბნელი,
თუ მას სიცოცხლე ვერ მოერევა.
თუკი სიცოცხლე ვერ შექმნის ძალას,
რომ კვლავ სინათლემ დასძლიოს ველი.
ვიქცევით კვანტურ გაყინულ მასად
და ასე გავა დრო ულეველი...
მერე რა ხდება ვინ იცი აბა,
ამას ფიზიკა ვეღარ ერევა.
დაშლა-აწყობა ებრძვის ერთმანეთს,
სიკვდილ-სიცოცხლე ერთურთს ერევა!   
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი