უსასრულო


 ჩემს თვალებში ჩაქცეული სინათლე, 
 ჩემს ყურებში ჩახვეული ბგერები. 
 ქარის მიერ მოტანილი სიმართლე, 
 შეგრძნებათა ათასგვარი ფერები ... 
 აი ვინ ვარ ... და სხეულით ვსარგებლობ.  
 გული ჩემი, ჩემი ტვინის ძალაა. 
 უსხეულო სიცოცხლეზე ვფიქრდები, 
 სხეული ხომ, გავა დრო და  არაა ...
 და დაშლილი, მიფანტული ძვლები.
 ბოლოს ისიც ნაწილებად იშლება. 
 სამყაროსაც დაშლის ბოლოს წლები. 
 ამ დროს აღარც დედამიწა იქნება,
 აღარც მზე და აღარც ვარსკვლავები ...
 მიიძინებს ეს ხილული სამყარო,
 მაგრამ მერე რა მოხდება ნეტა? 
 მეცნიერებს პასუხები არა აქვთ, 
 ეს გზაც მიდის, უსასრულო, ღმერთთან !

   -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი