რამდენი ველოდე...


რამდენი ველოდე, ვინ იცის რამდენი,
მომავალ წლებს,  სინათლეს,
რომ დაეჩრდილა მწარე წარსული.
ბავშვობის ოცნება და ტკბილი იმედი,
სად არის დღეს? ..  სიმართლე,
და სევდა დამცინის მე ...
სევდიან ფიქრების დღეს,
კვლავ სევდა დამცინის, დამცინის მე!
ვინ იცის რამდენი, ნატვრა და იმედი,
წამართვი შენ, გამძარცვე,
ჩამკალი სულიერ ჭაობში.
და მაინც დაღლილი, დაცლილი ფიქრებით,
ველოდი მე, სინათლეს.
სადა ხარ ნეტავი შენ...
სევდიან ფიქრების დღეს,
კვლავ სევდა დამცინის, დამცინის მე...
                    - მერ'ფი -
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი