0 25

მოდი დედი


მოდი დედი ,
ლოცვა მითხარ,
მადლი ვპოვო ამით.
მოდი, დატკბი, 
შენი შვილის, 
ბედნიერი წამით.
შენი ხილვა, 
თუ მეღირსა,
კვლავ მქონია 
ბედი.
ხშირად მოდი,
დამენახე,
გამახარე დედი.
როცა შენ ხარ, 
მზე მიცინის.
და ბუნება მღერის.
როცა შენ ხარ, 
მავიწყდება
სევდა ათასფერი.
კიდევ ერთხელ 
დამენახე,
შემიფერე ჟამი,
თორემ მერე
 დამიდგება,
გაღვიძების წამი! 
-მერ’ფი-
კომენტარები (0)