გააფთრებული აფთარი, ყორანი ზურგს რომ უმაგრებს...


გააფთრებული აფთარი,
ყორანი ზურგს რომ უმაგრებს.
თავს ესხმის მძინარე დათვს და
დარტყმას აყენებს უმაგრესს.
დათვმა აფთარი დაგლიჯა,
ქვეყანას ემცნო უმალ ეს....
ამ დროს ყორანი ფრინდება,
მწვერვალს იკავებს უმაღლესს!
მსხვილ ომში წვრილფეხ ცხოველებს
თითქმის არასდროს უმართლებს ,
მწვერვალებიც და ბუნაგიც 
მყარად უჭირავს ცრუ მართლებს!
P.S. 
როცა არა ხარ ყორანი,
არც აფთარი ხარ , არც ღორი.
პურის მარცვალიც გეყოფა,
არ დაგჭირდება რა, მძორი.
ყვავ-ყორნებს მეხი დაეცეს,
დათვებს დაეცეს ბურანი.
მე ის მადარდებს, რომ ვხდებით,
გოშიები და ტურანი!
,,არ გათეთრდების ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა"
კაცი ამ ქვეყნად ფასდება
გვარიშვილობით, ჯიშითა .,
ხშირად სწირავენ სიყვარულს,
განა ნებითა, - შიშითა !

-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი