0 32

ო, ღმერთო იყოს ნება შენი


ო, ღმერთო იყოს ნება შენი,
რათა სიკეთე ვაკეთო.
ჩემი ცოდვილი სული,
შენი კურთხევით გამოვაკეთო...
არ მინდა რისხვა ზურგში მეწიოს,
სიკვდილი გზაში რომ დამეწიოს,
ისე რომ ვერ ვთქვა ჩემი სათქმელი,
ვერ დავიმკვიდრო საუნჯე ცაში...
და თუ უძლური დავეცი გზაში,
და მტვრით და ჭუჭყით,
სული ჩემი კვლავ დაითხვაროს,
ნუ გამიმეტებ დასაბუგად ცეცხლოვან ტბაში,
რომ სულმა ჩემმა, შენი დიდი მადლით იხაროს.
რადგანაც ვიცი გამიჭირდება
მონანიება და წმინდა ცრემლი უსხეულოს და
მკვდრეთით გარდასულს.
მომეცი ძალა, სიცოცხლის არსი, 
გადავიხადო საუფლო ფასი,
გამომისყიდე ბოროტისგან მე სული ჩემი...
ო, ღმერთო იყოს ნება შენი,
რათა სიკეთე ვაკეთო.
ჩემი ცოდვილი სული,
რომ შენი მადლით გადავაკეთო.

- მერ'ფი -
კომენტარები (0)