შენი შვილი...


*** 
შენი შვილი სულ სხვა მოხუცს უვლის და,
და ლოცულობს გაუგრძელდეს წლები.
შენ კი ტანჯვით ძლივს შოულობ ლუკმა პურს,
და თვალები სულ სავსე გაქვს ცრემლით.
გაილია მოლოდინში დღენი,
ერთ დღეს ამჩნევ ის არ არის შენი.
შენ მისთვის ხარ წარსული და ტვირთი,
და ცხოვრების უსარგებლო ნივთი.
 შენმა შვილმა მოახერხა გაქცევა,
თავს უშველა გაერიდა ამ ყოფას.
სადაც მუდამ ტანჯვაა და დაქცევა,
იმიტომ რომ აქ არვის სურს გაყოფა.
იმიტომ რომ აქ მდიდრდება ხშირად ის,
ვისაც ფული საკმაოზე მეტი აქვს.
ვისაც უკვე აღარა სწამს არაფრის,
და მათ სულში უკვე აღარც ღმერთია!
როგორ გინდა შეაგროვო გროშები,
დაახვედრო შენს შვილს როცა წამოვა.
მაგრამ უკვე გვიანია ლოდინი,
 მისი ნებით ის არასდროს ჩამოვა!
       -მერ'ფი-

P.S.
ვიცი ძალიან მტკივნეულ და დელიკატურ თემას ვეხები, ძალიან დიდი უმრავლესობა, ვინც ემიგრაციაშია, მატერიალურადაც ეხმარებიან თავიანთ ოჯახის დარჩენილ წევრებს და არა მარტო მათ, მაგრამ ფული და ქონება ვერ ცვლის იმ ტკივილს, რაც ახლობლის სიშორით არის გამოწვეული, მით უმეტეს შვილის სიშორით.  თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებმაც საერთოდ უარყვეს სამშობლოც, დედაც და არც მატერიალურად ეხმარებიან მათ.  სწორედ მაგათზეა ეს ლექსი დაწერილი და იმ არაბუნებრივ მდგომარეობაზე რაც საქართველოში ხდება , კონკრეტულად არავისზე ვწერ , მაგრამ მომიტევეთ თუ ვინმემ საკუთარი თავი იცანით , მე თქვენი განკითხვა კი არა, გულის მოთბობა მქონდა მიზნად, როგორ გამოვა ეს თქვენი გულის კარზეა დამოკიდებული მხოლოდ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი