ზღვა და სიყვარული


ცა, ათასფერი ღრუბლებით იფარება.
ზღვა, ჩემი ოცნებების ზღვა მენატრება.
მე შენი სიყვარული კვლავ მაგონდება
და დაუვიწყარ სევდად მრჩება...
 მზე, დიდი ცეცხლისფერი მზე გვინათებდა,
და ფოთოლცვენის თბილი დღე მახსენდება.
კვლავ მენატრება ზაფხული, ზღვის ტალღებში,
შორს მოეფარა გემები ტალღებს...
ხდება, ო ხდება,
სიზმარი არ ხდება.
მთავრდება ღამე და
მარტო ხარ კვლავ!..
 ხდება, ხდება,
 ასე რად ხდება?
 სიყვარულს დაეძებ,
 მარტო ხარ კვლავ!
გზა, სადღაც უსასრულოდ ზღვებს მიუყვება,
ცა,  ჩემი ოცნებების გემს თან გაჰყვება.
მზე, ისევ ჰორიზონტს მიღმა დაეშვება,
და მშვიდად მობრძანდება ღამე.
 დრო, ისე უცებ გარბის დრო, მენანება,
შორს, თითქოს ვარსკვლავები მთებს ეფარება.
რომ, ასე უფრო მეტად გრძნობ განშორებას,
მზეს ენაცვლება სავსე მთვარე...                             
ხდება, ო ხდება,
სიზმარი არ ხდება.
მთავრდება ღამე და
მარტო ხარ კვლავ!..
 ხდება, ხდება,
 ასე რად ხდება?
 სიყვარულს დაეძებ,
 მარტო ხარ კვლავ! 
                      - მერ’ფი -
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი