ერთხელ მოგატყუეს...


ერთხელ მოგატყუეს,
ბევრჯერ მოგატყუეს! 
რაღა იმედი გაქვს,
რომ არ მოტყუვდები
ოდეს?! 
თუკი ერთხელ სცოდეს,
კვლავაც ბევრჯერ სცოდნენ,
ნუთუ შენი ხათრით 
ვინმე მიატოვებს
ცოდვებს? 
უფრო გაწამდები,
თავი ინუგეშო 
და ცრუ მოლოდინი
გქონდეს!
         -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი