ძალიან რთული დილემის წინაშე დავდექით


ძალიან რთული დილემის წინაშე დავდექით. ერთის მხრივ რწმენა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ ანტიეპიდემიოლოგიური პრევენცია. ამ ვითარებაში მტყუან-მართლის ძიება, კიდევ უფრო დრამატულს ხდის ვითარებას. ქრისტიანობა სპორტული იოგა არ არის, რომ ადამიანებს ამქვეყნიური ჯანმრთელობა და დღეგრძელობა შეჰპირდეს. ქრისტიანობა მრევლს ამზადებს იმქვეყნიური აღდგომისა და მარადიული სიცოცხლისათვის გარდაცველების შემდგომ! ასე, რომ ვერანაირი საფრთხე ჭეშმარიტ ქრისტიანს რწმენას ვერ შეაცვლევინებს და ამის ქართველებს უამრავი ისტორიული მაგალითი გვაქვს, თუნდაც ასიათასი მოწამის სახით!..
ძველ დროშიც ხდებოდა ეპიდემიები, მაგრამ მაშინ ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ეპიდემიის გავრცელების წყაროებსა და პრევენციის ღონისძიებებზე, უმეტესწილად მთელი ქვეყნიერება მხოლოდ ღვთის რწმენაზე იყო მინდობილი . დღეს ღვთის მადლით გვაქვს მიკროსამყაროს შესახებ მეცნიერული კვლევები და ესეც ღვთისაგან არის ბოძებული, რომ ადამიანებმა უფრო მეტად გაუმკლავდეს გამოწვევებსა და სირთულეებს. წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოდის, რომელიც ქართველ ერს ტრადიციულად სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი და ღმერთმა ინებოს გამოსავალი გვაპოვნინოს ამ დილემისაგან! თორემ ისე გამოდის თითქოს ადამიანი ადამიანისთვის ბიოლოგიურ იარაღად იქცა...
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი