უსათაურო


ხანდახან როგორ დავიღლები ხოლმე იცი? როგორც მუშა სამუშაოს მერე ჩამოჯდება ხოლმე სადმე და ლამისაა იქვე მიეძინოს.. ზოგჯერ ისე ვიღლები, თუნდაც არაფრისგან მინდა ჩემი დაღლა ვინმემ გამომწუროს, როგორც ტილოს წურავენ ხოლმე. ასე აიღოს და გამოიღოს ეს ყველაფერი ჩემი ორგანიზმიდან. ხანდახან ისე ვიღლები ამ ერთფეროვნებისგან, მზად ვარ გავიქცე, სადმე შორს მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ, ვერ ვდგები რომ გავიარო და გავცდე ნაპირებს. ზოგჯერ ისე ვიღლები ამ ცხოვრებით, ირგვლივ მოსიარულე ადამიანებით, პეიზაჟებით, სახეებით, რომლებიც ზიზღით გიყურებენ, ამ ქალაქით, სადაც ხალხი სულით დამპალია და რომ თხოვო ალბათ ხელსაც არავინ გამოგიწოდებს.. ზოგჯერ ისეთი დამღლელია ეს ყველაფერი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი