თამაში ყალბი მარგალიტებით


ჰერმან ჰესე

თამაში ყალბი მარგალიტებით

სამყაროს მუსიკა მაისტერთა,
უნჯად დიდებული ოსტატების -
გვიხმობს სათაყვანო სულებისკენ -
ჟამთა გარდასულთა მონატრებით.

შრიფტი მაგიური ფორმულების,
შორი დავიწყების განაკიდეს -
ერთიან სიმბოლოდ ფორუმების -
გვიჩენს სმარაგდებს და მალაქიტებს.

რეკენ ვარსკვლავების კრისტალებად,
ვუსმენთ ჩაუქობელ ჩაუქებად -
მისი წრეებიდან ვერსად გახვალ - 
წმინდა შუალედის გაუვლელად.

თარგმნილია ჰერმან ჰესეს ამავე სახელწოდების რომანიდან, 
მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი