მეთევზის ცოლო


მეთევზის ცოლო,
როცა შენი ქმარი გადის წყალში
შორეული ზღვებისკენ სადაც,
ამინდს ჩვევად აქვს ქარი, გადმოდგი ქვაბი,
ნახშირის ღუმელს საკმარისი
ასმინე ლოცვა - ბავშვზე და შენზე...

მეთევზის ცოლო,
როცა შენი ქმარი გადის წყალში
ნავით რომელიც მლაშე წყლებს სერავს
ლუკმის და პურის საძებნელად
თოკით და ბადით,
დახურე კარი - ცივდება კერა
და თანაც უკვე მეზობლის კაცებს
(ალალბედზე რომ ყვინთავენ ცაში,
სწორედაც ცაში...)
მოუსპობ სეირს - თუ როგორ იწმენდ
მკერდიდან ფარფლებს, რომლებიც შენ ქმარს
ჯერ კიდევ წინა თევზაობიდან შემორჩა ხელზე...

მეთევზის ცოლო.
როცა შენი ქმარი გადის წყალში,
თაკარა მზისქვეშ და მარილი ახმება ტანზე
(რომელიც ეწვის ყოველდღე და
წყლულდება ღამით...)
ნუ მისდევ ფიქრებს,
აბა სად შენა და
სად კიდევ ქალი,
კვირაობით რომ, მოჰყვება ხოლმე ქალაქელ ვაჭარს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი