ინტერნეტ-გმირი


თხუთმეტ ნინძას ნიღბიანს
ვეომები დილიდან,
თაგვს რომ დავაწკაუნებ,
ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ.
ახალ ეტაპს დავიწყებ
და მათ ჯაშუშს დავიჭერ.
თამაშს როცა მოვრჩები
ათ სიცოცხლეს დავიწერ.
დაიკოს კი აკვირვებს:
სატრაბახო რა არის?
ნეტავ, სინამდვილეში
იყო ასე მაგარი!.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი