არ მინდა რომ ვიარო მარტო ..


არ მინდა რომ ვიარო მარტო,
შენთან მინდა ჩემო კარგო,
მინდა რომ სულ შენთან ვიყო
და არასდროს არ დაგკარგო.

მინდა რომ აგიყვანო
ხელში,
და ჩაგხატო 
ამ ლექსში.

მინდა რომ შეგხედო თვალებში,
და ისე გითხრა მიყვარხარ
დიახ, დიახ, ჩემი სიყვარული,
შენა ხარ.

მინდა რომ ვიაროთ ერთად,
ამ ქუჩის ბოლომდე,
ამ ჩვენი წუთიერი,
სიცოცხლის გასვლამდე.

ეს ქუჩა ხომ გრძელია,
უკიდეგანო,
მინდა რომ შენ მე,
სიყვარულით დამათრო.

მინდა რომ გთხოვო,
შენი ხელი,
და ჩვენი სიყვარული,
იქნება წრფელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი