ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 102

ქალი და ვარდობისთვე


ქუჩაში ჩამოდგა ვარდობისთვე,
ხის ძირას მომელის ნანდაური,
მზის სხივზე გაფენილს აშრობს მზითევს,
საიდან მოსულა სადაური.
ძლივს გამოჰქცევია ქარბორბალას,
დობილთან მოსატანი ვარდებით,
იმ დილით აპრილი არ ბორგავდა,
იმ დილით დაუბია ქარები.
...და ჩემთან მოვიდა ვარდობისთვე,
ნაზად შემომცინა:-,,იანვარა,
მერე, რა, თუ გაჩნდი ზამთრობისკენ,
სითბოდ გადაგიქცევ ნიავქარსაც."
გაიხსნა რძისფერი პენუარი,
სხივები ამოვიდნენ ვარდებად,
ალბათ, დაგვხატავდა რენუარი,
,,ქალი და ვარდობისთვე"-სახელად.
კომენტარები (0)