ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 62

სევდისფერი გოგონა


შენი ზმანება წამოაგო მზემ შუბის წვერზე
და გამიყარა გულში, როგორც ძაფი-მახათში,
ეს მერამდენედ მომელანდე წარსულის ფსკერზე,
ეს მერამდენედ შემეშალა ხატი-ნახატში...
შემომეხვია უშენობის შავი რვაფეხა,
მკერდში ჩამასო ალესილი, ბასრი საცეცი,
შენს მერე წლებმა იარა და წელში გამტეხა,
როგორც მთიბავმა თიბათვეში-ყანა საცელი.
არ მოგინატრებ, აღარა მწამს შენი სახელი,
არც გაგიხსენებ, ფარდას ვუშვებ, ჩავაქრე რამპა,
მოვიდა ჟამი უშენობის წესის აგების,
ხვალ სხვა გიამბობს სევდისფერი გოგონას ამბავს.
კომენტარები (0)