ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 32

წვიმის ელეგია


სარეცხის თოკზე თავი დაიხრჩო წვიმამ
და შეუერთდა უსასრულობის წიაღს,
ფანჯრის რაფაზე ვუსმენ მტრედების წრიალს,
წვეთების ფერხულს ქარი სიცოცხლეს სწირავს....
მცივა...
ღამე დაწვება მტკვარის გადაღმა მშვიდად,
თავქვეშ დაიდებს შავნაბადას მთას დინჯად,
ამოიოხრავს სევდას ქალაქი ცივად
და გაცურდება მდინარის პირზე ტივად.
მცივა...
აღარ თენდება, მთვარე ჩაყლაპა ნისლმა,
ღრუბლების ჯარი ვარსკვლავებისგან მიცავს,
ზეცის გულიდან ელვად იფეთქა სისხლმა,
ღამის თბილისი წვიმა-ატლასებს იცვამს.
მცივა...

სარეცხის თოკზე თავი დაიხრჩო წვიმამ,
გადახდილია წვეთებისათვის წირვა...
მტკივა...
კომენტარები (0)