ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 104

გიორგის...მეფეს...


ჩემს სამყაროში შენ არა გაქვს გვირგვინი მეფის,
შენ არც გულს განდობ, არც-სიწმინდეს პირველ ღამისას,
არ მომეკარო, არ გაბედო აყოლა ვნების,
არც კი შეეხო ქობას ჩემი თეთრი კაბისას.
მე ვარ სინდისი მამაჩემის სიბერის წლების,
თუმცა წაართვი საოცნებო, რაც კი ებადა,
ეს მე ვარ სხივი-მისი შენგან დავსილი მზერის,
შენად ვერ მაქცევ, ვერ დამარქმევ მე ვერც მხევალს და
არც ვიდედოფლებ, არად მიღირს მე შენი ტახტი,
ველაციცები წარსულის ლანდს, ოდნავღა მბჟუტავს,
რომც დამიჩოქო, იცოდე, რომ ამაოდ დაშვრი,
არ გაპატიებ ჩემს ერთადერთს-განწირულ უტას!
კომენტარები (0)