ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 18

მზევ ჩამავალო...


მზევ ჩამავალო, წამიყვანე, სხივად მიშვილე,
ვიქნები შენი ათინათის ნაზი ციალი,
მზევ ჩამავალო, მაპატიე სულის სიშიშვლე,
გადამაფარე ოქროსფერი თვლების ციაგი.
მზევ, წამიყვანე, დამაბნიე შენს დიადემას,
იჩუქე ჩემი სისავსე და ახალგაზრდობა,
განმაცდევინე, ცის კიდეზე რაც დაიდდება,
რაც კი მეყოფა სამუდამოდ ხსნად და საზრდოდაც.
მზევ ჩამავალო, აიკრიფე სხივები მწველი,
გადამიყოლე უსასრულო დაისებს მიღმა,
შეაღე ჩემთვის საოცნებო მნათობთა ველი 
და დაიმშვენე ჩემი გულით დედოფლის ჯიღა.
მეტს არას ვითხოვ, მოგეახლე ჩემივე ნებით,
მომეც უფლება, შენს სხივებში თავი დავკარგო,
გამაცისკროვნე სინათლით და ისეთი გზნებით,
ჩემი ლექსებით შენი კაბის კალთა დავქარგო...
მზევ დიდებულო, აწ ჩასულო კაბადონიდან,
არ შეისმინე, რაც გევედრე ჩემი ქართულით,
აღარ მესიზმრო, მოვილოცე კაბადოკია,
დე, მომეტევოს შენი ტრფობა მე-წარმართული.
კომენტარები (0)