ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 31

მე წავალ...


მე წავალ...შენ იგრძნობ-გახუნდა პალიტრა,
რადგან მე ყველაზე კაშკაშა ფერი ვარ,
შენი თვალებიდან სხივებს თან წარვიტან,
შენთვის არ ვიყავი რჩეული ბედისგან.
მე წავალ...დასცვივა ფოთლები გვირილას,
ბინდი ჩამოწვება იმედის კონცხებზე,
უჩემო დღეები უმზეოდ ივლიან,
ჩუმად იოცნებებ ჩემეულ კოცნებზე.
მე წავალ...იები დავტოვე ლარნაკში,
მათ ჩემი სურნელი გადავდე თმებიდან,
წავედი...პირველად დავყარე ფარ-ხმალი,
პრინცი ვერ გაგხადე ტრამალის მგელისგან.
კომენტარები (0)