ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 160

დაიგვიანე


დაიგვიანე...უკვე მეცვა თოვლივით კაბა,
დაიგვიანე...სხვას დაუთმე შენი გვირგვინი,
დღეს უჩემობა ჩაგიდგება თვალებში დარდად
და ჩვენს სიყვარულს მოუყვები ფურცლებს გვირილის.
დაიგვიანე...ვერ მოხატე კედლები სახლის,
სადაც ოცნებებს ფეხის ადგმა აღარ დასცალდათ,
დაიგვიანე...მუშტებს მკერდზე ამაოდ გახლი,
შენ უჩემობამ ისე გავნო, ისე გაგძარცვა...
დაიგვიანე...უდაბნოში ეძებ ოაზისს,
ერთგული რჩები ჩემი ხსოვნის საკუთარ თავთან,
და იტანჯები, სიმარტოვის დაღი რომ გაზის,
არ დაბრუნდები, არ ილოცებ ახლა სხვის ხატთან.
დაიგვიანე...უკვე მეცვა თოვლივით კაბა,
მეუღლისა და დედის როლიც გავიზიარე,
შენ არ მოხვიდე, ჩემს თვალებში არ ჩანხარ რადგან,
საბედისწეროდ, საუკუნოდ დავიგვიანეთ!
კომენტარები (0)