ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 12

ტკივილი, სახელად აფხაზეთი...


მე არ მინახავს შენი პალმები,
არ მისმენია ტალღის ნანინა,
შენ, უძველესო დიოსკურია,
წარსულმა აწმყოც აგატანინა.
ვერ გაუძლებდი ძმათა სისხლისღვრას,
რომ არა ძველი ფესვი მაგარი,
ენგურის გაღმაც საქართველოა,
გამოღმაც ღვივის გენის ღადარი.
მე არ მივლია სოხუმის ცის ქვეშ,
არ დამითვლია ცაზე თოლია,
მაგრამ ის მჯერა, რომ ერთ დღეს მოვალ
და დამარცხებულს ვნახავ გოლიათს.
მოვალ, შენს კენჭებს მოვეფერები,
ზღვამ გადარეცხოს წლების ვარამი,
დაე, შეაშრეს ცრემლი სამშობლოს,
მოშორდეს სევდისფერი წკვარამი...
თუმც ჯერ არ ცხრება მტერი-დუშმანი,
დრო გადის, ის კი უფრო გახელდა
და საქართველოს გულზე იარას
კვლავ აფხაზეთი ჰქვია სახელად.
კომენტარები (0)