ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 63

***ახლა ისე ვარ...


ახლა ისე ვარ, ლექსი დამწერს, ვერ მოვერევი,
ახლა ისე მძულს ყოველივე, რაც წინათ მსურდა,
არ მენატრება არც მწერლები, არც პოეტები,
ვზივარ და ვუცქერ, დრო მტარვალი თუ როგორ მქურდავს.
არ მინდა თოვლი, არც მზეები, აღარც მაისი,
ადრე რომ გულით ვატარებდი,როგორც თილისმას,
ხსოვნის გრძელ ჯაჭვზე დასასრულის ჯვარი დავისვი,
უცხო სენისგან ვერ განმკურნა ვეღარც თბილისმა.
აღარც მტკვრის ნიავს მოაქვს შვება ტატოსეული,
ვერ მოვიხიბლე ვეღარაფრით, რაც ოდეს მწვავდა,
და დამაქვს ფიქრი ღრუბელივით წამოსეული,
არაფერი მსურს შენი ნახვის და ცქერის გარდა!
კომენტარები (0)