ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 49

***დღეს თეთრ ტოტებზე...


დღეს თეთრ ტოტებზე თოვლი ყვაოდა,
როგორც პატარძლის ყელზე მძივები,
მიველ უფალთან, სულის წყაროსთან,
დაღლილი კეთილ მწყემსის ძიებით.
ტაძრის წიაღში დრო გავიხსენე,
დრო გაფრენილი, წარსული ოდენ,
ღვთისთვის სათქმელი სიტყვები ჩუმი
თვალზე ცრემლისფერ წვეთებად მოდგნენ.
თოვდა და ღვთის სახლს უქსოვდა პერანგს,
თეთრი სიჩუმის უტყვი მისანი,
ცვილჩამომდნარი სანთლების მიღმა
ჩემი დარდისგან მხსნელი ვიცანი...
დღეს თეთრ ტოტებზე თოვლი ყვაოდა,
როგორც პატარძლის ყელზე მძივები,
მე თავი მედო უფლის კალთაში
და შენს სიყვარულს ვინანიებდი.
კომენტარები (0)