ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 33

ქალის ასაკი


ცხოვრების გაზაფხული ინავლება,
წვიმით ირეცხება ძველი იმედები,
და მზე შემოდგომის ისე მინათდება,
ზაფხულს ვეღარ ვასწრებ, სავსე დილემებით.
ეს ჩემი სიცოცხლე-ერთი გაელვება,
აპრილის ზეცაზე მზის შეცვლა ღრუბელით,
და სანამ ლექსებიც შორით გამეცლება,
მინდა, ამოვავსო მელანით ღრმულები.
მიყვარდა, ვეწამე, ვუყვარდი, ვაწამე,
ვატარე ცხოვრება და მანაც მატარა,
არაფერს არ ვნანობ, არც-დღეებს, არც-წამებს,
თუმცა მენატრება ჩემში ის პატარა.
გავიდა დრო-ჟამი ჩემი ყვავილობის,
კარს მოდგა ასაკი ონორე ბალზაკის,
ზურგზე მოვიკიდე წლები ყმაწვილობის,
სხვა გზა აღარ დამრჩა, ზაფხულთან დავზავდი.
კომენტარები (0)