ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 15

წამო, მოვილოცოთ ბეთანია


წამო, მოვილოცოთ ბეთანია,
მთებში გარინდული ტაძარი,
უხმოდ აღვავლინოთ მეტანია,
წარსულს მოვაშოროთ ნაცარი.
მუხლი მოვიყაროთ სახატესთან,
შემფიცე ერთგულება მარადი,
მიგვყვეს სიყვარული სამარესთან,
როგორც უკურნელი სახადი.
მინდა, დავივანოთ მინდვრის პირას,
თმები მომიჩითო გვირილით,
ჩრდილებს შევეფაროთ წიფლის ძირას
და კოცნა მომპარო ღიმილით.
წამო, მოვილოცოთ ბეთანია, 
ჩვენი სიყვარულის ტაძარი,
გრძნობას შეეპარა ლეთარგია,
თავიდან ავანთოთ ხანძარი.
კომენტარები (0)