ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 11

მიდარდებ...


ღამეა და ვფურცლავ ჩიქოვანს,-
,,მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს"
და თუმცა ზვირთებით მახრჩობდი,
მე არ შეგელიე არასდროს.
დამტვერილ ფურცლებში დავეძებ
შენი სიყვარულის ნამცეცებს,
მიყვარხარ!-მიკივის სული და
შავ თვალებს წყვდიადში ვაცეცებ.
მომხვიე ძლიერად ხელები,
ამომხდეს ეს სული, იქნება,
მე ავაზაკივით გამძარცვა
უშენო დღეების დინებამ.
აღარ მაქვს ძალები ვიბრძოლო,
გრძნობები ვაშენო ხელახლა,
,,შენ ჩემი ტრფიალიც გინდოდა 
და ჩემი ბავშვობის შენახვაც".
დაინგრა, რაც შენთვის შევქმენი-
ვნებებით ნაგები სამყარო,
მე გულსაც ვითხოვდი შენგან და
რა ვქნა, თუ ნახევარს არ ვკმარობ.
მოგენდე, შენ მაინც გამწირე,
მიდარდებ, მიხვდები ალბათ, როს...
მიყვარდი, შენ მაინც მახრჩობდი,
ზღვა რას გაუგებდა ალბატროსს...
კომენტარები (0)