ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 20

შემოდგომური


მალე დაუშვებს ზაფხული ფარდას
და ჭრელა-ჭრულა მოვა ენკენი,
ცას დააჩნდება მკერდგაღეღილი
ღრუბლის ქულა და ფერი-ნეკერჩხლის.
დაეკარგება მზეს მცხუნვარება,
გადაახუნებს აგვისტო ზურმუხტს
და შემოდგომის პირას გიპოვნი
ჩემი ტრფიალის ერთადერთ ქურუმს.
როცა ნისლები დასცემენ კარავს,
ფოთლებს გაიხდის ხე აბანოზის,
მე შენს სიყვარულს დავიბნევ მკერდზე
და დამიფარავს ეს ავგაროზი.
მალე მიხურავს ზაფხული კარებს,
იყვავილებენ გეორგინები
და შემოდგომის პირისპირ დამდგარს
ერთადერთ მხსნელად მოგევლინები.
კომენტარები (0)