ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 27

ახლა ღამეა


ახლა ღამეა, დნება სიბნელე,
მე უშენობის ვეწევი თრიაქს,
ცრემლს წამწამები მძივად იბნევენ
და შენი მხრები სხვის მკერდზე თრთიან.
არ ვხუჭავ თვალებს, არ მესიზმრები,
მაშინებს შენი ცხადად სხვისობაც,
გულში ტკივილად კვლავ მეისრები
და ვეღარ მჩუქნი მარადისობას.
იყავი ჩემი-არ მითხოვნია,
არ დამცდენია საყვედურები,
დატანჯულს სახე არ მიხოკია,
სურვილს ამოვდე აპეურები...
მაინც მაჩნიხარ გულზე, ვით-დამღა,
სხვის სარეცელზე მიკლავ იმედებს,
ყოველი ღამე თუმც სულს მინაღმავს,
არასდროს გეტყვი, როგორ მიმეტებ.
ღამეს დაახრჩობს რუხი რიჟრაჟი,
მე-უშენობის მეფისტოფელი,
ჩემი იყავი მხოლოდ მირაჟში,
მე კი მიყვარდი ორივ სოფელში.
კომენტარები (0)