ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 7

უნდა გაწვალო


უნდა გაწვალო, ამაყო ვაჟო,
შენი რჩეული რადგანაც მქვია,
ბედის ნებიერს მეძახდნენ მუდამ
და ის ქარები ჯერ კვლავაც ქრიან.
უნდა მომძებნო გვირილა ველად,
უნდა შეიცნო ჩემი სურნელი,
გადამაჩვიო მარტოობას და
მზერაში იგრძნო ვნება უთქმელი.
ტყეში მეძებე, მძებნე ქალაქში,
ააწრიალე ზეცა და მიწა,
შემოიარე ხოდაბუნები
და შენი ქალის გზა-კვალი იცან.
უნდა გაწვალო, ადამის ძეო,
ვერ გიშველიან ჯადო-მისნები
და თუ მიპოვნი თავნება გოგოს,
სევდის სიზმრიდან გამომიხსენი.
ჩემთვის აანთე ცისკრის ვარსკვლავი,
მე კი ვიქნები შენი სპეკალი
და გაგინათებ ცხოვრების გზებზე,
რომ აირიდო ქვა და ეკალი.
მეძებე ფოთოლს შერჩენილ ნამში,
ჩიტის ნარ-ნარა ფრთებში მომნახე,
აისზე პირველ სხივთა ციალი
ჩემი ამბორის სიტკბოს მოგახვევს.
უნდა გაწვალო, სანამ გამიძლებ,
რომ დაგელევა თმენის მარაგი,
მეც იქ შეგხვდები, ცოლობის ფიცით,
სადაც თეთრს ირთავს შავი არაგვი.
კომენტარები (0)