ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 50

***მკერდგაღეღილი მოდგა ივლისი


მკერდგაღეღილი მოდგა ივლისი,
გახშირებული სუნთქვის თარეშით,
თიბათვის შემდეგ ცეცხლს წაგვიკიდებს
მზის და ზაფხულის პირისფარეში.
ცა გამოეწყო მჭვირვალ კაბაში,
გვირილის ფურცლებს გული გაულღვათ
და დაედინათ ქარვის წვეთებად
საბედისწერო ,,უყვარს-არ უყვარს..."
ღამეებს ფერში გაუკრთათ ია,
სადღაც დაკარგეს შავი ნაბადი
და აელვარდა ვარსკვლავთა დასი,
ვით-საფირონის ქვა, თვითნაბადი.
ვიღაცა ხვდება აისის სხივებს
და ბეთჰოვენის სონატას უკრავს,
გვირილას ჰკოცნის დილის ნიავი-
უყვარს ვიღაცას, ის მაინც უყვარს!
კომენტარები (0)