ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 9

სველი მონატრება


აქ ყოველ ღამე წვიმს, ზეცა იგიჟებს თავს,
აქ ყოველ ღამე მეხი ელვად იშიშვლებს ხმალს,
ტირის ეული ვაზი, ვცლი მოთმინების თასს,
ჭოტი შეჰკივის ღამეს, ვმალავ შენს ნაკოცნ ხალს.
ვიცი, არ მოხვალ ჩემთან, არც მე გაგიღებ კარს, 
დრომ გადაშალა ,,ჩვენი", ახლა ,,მე" და ,,შენ" ვართ
და გულგრილობას ვიჭერ, როგორც სპარტელი-ფარს,
გარეთ კი ზეცა სტირის წელში გატეხილ ვარდს.
ღამეა შენი არმოსვლის, ქუხს სიმარტოვის ხმა:
,,-ამოდი, მთვარევ, ამოდი, გადამარჩინე ხრამს,
ღრუბელს გახადე პერანგი და დამიფინე გზად,
თორემ ეს ღამე პირქუში გულს ჭიასავით ხრავს..."

აქ ყოველ ღამეს წვიმს, სევდა მივარცხნის თმას,
აქ უშენობა მჭირს, უმთვარო ღამით მკლავს.
კომენტარები (0)