ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 48

ალუბლის ბაღი


ალუბლის ბაღში ჩემი სასახლე
შენს მოლოდინში გაჭაღარავდა,
ყველა ფანჯარა დაფარა სევდამ
და ჭერიც, თითქოს, დაპატარავდა.
ნაღველი ხავსად მოედო ეზოს,
კაბავარდისფერ ალუბლის ხეებს
და უშენობის წამზომი ახლა
ითვლის წლებს უკვე, არათუ-დღეებს.
ვსეირნობ ჩემი ბაღის სიღრმეში
და გეწირები, როგორც ზვარაკი,
შენს მოგონებას თანდათან ვამკობ
ალუბლისფერი სევდის ვარაყით.
დიდი ხანია შესცივდათ ხის ქვეშ,
შენ რომ მიხარე, იმ ვარდის ბუჩქებს,
ისევე, როგორც-ჩემს სუსტ ძარღვებში,
მათაც ყლორტებში აპრილი უჩქეფთ.
მოხვალ და ერთად ვიფეთქებთ ყველა:
მე, გაზაფხული, ბაღი ალუბლის,
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
შენი ტკივილის ნაზი სალბუნი.
კომენტარები (0)